სპორტული კლუბი „განთიადი“ ხვალ, 11:30 საათზე ძიუდოში ჭაბუკთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ძიუდოს კლუბი „განთიადი“ .
შეჯიბრება 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში დაღუპული ილია ბაბუციძის სახელს ატარებს. ილია ბაბუციძის სახელობის ჭაბუკთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში პირველად გაიმართება და მასში მინაწილეობას მიიღებენ 12-დან 16 წლამდე სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. შეჯიბრი 21 მაისამდე გაგრძელდება.
”ილია ბაბუციძე გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ლეიტენანტი, დაჯილდოვებულია სიკვდილის შემდეგ საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით”, - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"