ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის (prosopography.iliauni.edu.ge) მონაცემთა საფუძველზე შექმნილ ელექტრონულ რესურსებს „ევროპის იდეა 1918-1921 წლების საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში" წარმოადგენს. პრეზენტაცია 25 მაისს გაიმართება.
ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, აღნიშნული ბაზა არის მეოცე საუკუნის საქართველოს შესახებ დღემდე ინტერნეტსივრცეში არსებული ყველაზე დიდი რესურსი (20 000-მდე პირი, 12 000-მდე ფაქტოიდი, 3500-ზე მეტი წყარო). მათივე ინფორმაციით, ბაზაში დოკუმენტირებულია 1918-1921 წლების პერიოდიკა, საქართველოს სახელმწიფო არქივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი არქივები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"