დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ქუჩაზე ამ დროისთვის, ბაზალტის ბორდიურების მოწყობა უკვე დასრულდა, რის შემდეგაც სავალი ნაწილის მოასფალტება იგეგმება.
ხოშარაულის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია 10 დღეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰედეფ ჯორჯია“ ახორციელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"