ახალციხის სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგები დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, „ბავშვთა მიმართ ძალადობის“ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის დასკვნით-შემაჯამებელი ტრენინგი ახალციხეში ჩატარდა და ტრენინგის მთავარ მიზანს ძალადობის პრევენცია, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურების განხორციელება წარმოადგენდა.

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ ბენეფიციარების გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს და სამიზნე ჯგუფებს, მთელი საქართველოს მასშტაბით მანდატურები და რიგი სკოლების დირექტორები და მოადგილეები წარმოადგენენ. ტრენინგის ძირითადი თემებია: „ბავშვზე ძალადობის განმარტება და ფორმები“; „ძალადობა და კონფლიქტი“; ძალადობის გავრცელების ხელშემწყობი და დამცავი ფაქტორები“; „ძალადობის შედეგები“; ძალადობაგანცდილი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა“; „ძალადობა სკოლაში“; „სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვი“; „ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები“; „მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობა“; „ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოში“.

ყოველი ტრენინგის ბოლოს, ბენეფიციარებს უტარდებათ ტესტირება და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ. საქართველოს მასშტაბით, პროექტის ფარგლებში, 1539 დირექტორის მოადგილე/დირექტორი გადამზადდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება