”ნაციონალური მოძრაობა“ - პედაგოგებს, რომელთაც გამოცდები ჩაბარებული აქვთ, კრედიტ-ქულები კი აღებული, ანაზღაურება არ ეზრდებათ

„პედაგოგებს, რომელთაც გამოცდები ჩაბარებული აქვთ, კრედიტ-ქულები კი აღებული, ანაზღაურება არ ეზრდებათ, პარალელურად განათლების სამინისტრო მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ლაგვილავამ განაცხადა.

„დღეს, საქართველოში ათასობით მასწავლებელია, რომელთაც გამოცდები ჩაბარებული აქვთ, კრედიტ-ქულები დაგროვილი, თუმცა ანაზღაურება 1000 ლარამდე არ გაეზარდათ. მინისტრი ჯეჯელავა ამბობს, რომ ამისთვის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა. პარალელურად კი, მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივად. მათ შორის, საკუთარი გარემოცვისთვის ჯეჯელავა არიგებს პრემიებსა და დანამატებს“, - განაცხადა ლაგვილავამ.

მისივე თქმით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს: ხელისუფლებამ, უარი თქვას მილიონობით თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე, მათ შორის, პრემიებსა და დანამატებზე. ხოლო მინისტრმა ჯეჯელავამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მასწავლებლებისთვის დამსახურებული ხელფასების გაცემა მინიმუმ 1000 ლარამდე; გაუქმდეს არაეფექტური ე.წ. სქემა და ხელოვნური ბარიერები. განახლდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი.

ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს საჭირო მექანიზმები, რათა სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მასწავლებელს, მათვის ხელსაყრელ დროს და სასურველ გარემოში, შეეძლოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.“

ინფორმაციას ბრიფინგის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში