რუსთავში რამდენიმე უბანი დაიტბორა

 რუსთავში რამდენიმე უბანი დაიტბორა

ძლიერი წვიმისა და თითქმის 15 წუთიანი სეტყვის შედეგად რუსთავში რამდენიმე უბანი დაიტბორა. წყლის დიდი ოდენობაა დაგროვილი ქვემო ქართლის გუბერნიის მიმდებარე ტერიორიაზე.  ადგილზე უკვე იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია. მუშაობს მერიის ცხელი ხაზი.

ფალიაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ჭის გაწმენდა მიმდინარეობს.

,,სანიაღვრე ქსელმა კარგად იმუშავა და იალღუჯის მთიდან წამოსული ნალექი ქალაქში არ შემოსულა“, - ამის შესახებ  რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა.

მერი დატბორილ ფალიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა.

,,ფალიაშვილის ქუჩა დაიტბორა, თუმცა ქუჩა უკვე გაწმენდილია. სანიაღვრე სისტემამ კარგად იმუშავა. ცხელი ხაზი მუშაობს, შემოვა  ინფორმაცია და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ზარალს. პირველადი დათვალიერებით დაიმტვრა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

მე-6 მიკრორაიონში ელექტრო კაბელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები მუშაობენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს