დღეს საბურთალოზე „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნება

წიგნის მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და მრავალფუნქციურ ფილიალს „ბიბლუსი გალერეას“ საბურთალოზე დღეს, 19:00 საათზე გახსნის.

ფილიალის გახსნის ცერემონიას დაესწრება თბილისის მერი – დავით ნარმანია, კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე ცნობილი ქართველი მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, მთარგმნელები, ისტორიკოსები, მსახიობები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ უკვე 9 წელია რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებაში. იგი აერთიანებს 54 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

”ბიბლუსი გალერეა ეს არის მრავალფუნქციური წიგნის მაღაზია, რომელშიც არის წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორისაა უცხოური პროფესიული და მხატვრული ლიტერატურა. გარდა ამისა გალერეაში მოწყობილია სამკითხველო კუთხეები წიგნის პოპულარიზაციისთვის, ასევე განთავსებულია ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ლიტერატურული კაფე და უნიკალური ქართული ღვინის კუთხეები. „ბიბლუსი“ მსგავსი ტიპის მასშტაბური ფილიალებით ცდილობს საზოგადოების მეტად დაახლოებას წიგნთან და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას.

დღეიდან ბიბლუსი გალერეა საბურთალოზე ოფიციალურად გაიხსნება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს და გაატაროს სასიამოვნო დრო”, - აცხადებენ წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსში.”

“ბიბლუსის” მრავალფუნქციური ფილიალი კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე გაიხსნება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში