გია ხუხაშვილი - მაჟორიტარები არიან მიგრაციულ დეპუტატთა კოჰორტა, რომლებიც ერთადერთი მიზნით არიან პარლამენტში - თავისი ინტერესები გაატარონ

მაჟორიტარები არიან მიგრაციულ დეპუტატთა კოჰორტა, რომლებიც შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, ერთადერთი მიზნით არიან პარლამენტში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ხუხაშვილმა ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა ”საქართველოში მახინჯ სისტემად” ჩამოყალიბდა.

”ეს არის მიგრაციულ დეპუტატთა კოჰორტა, რომელიც შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, ერთადერთი მიზნით არიან ინტეგრირებული პარლამენტში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ. ისინი არანაირ ფასეულობით სისტემას არ ქადაგებენ, ფაქტობრივად ”აპრავებდნენ” ყველაფერს ნებისმიერი ხელისუფლების დროს. მაგალითად, სააკაშვილის რეჟიმის დროს აპრავებდნენ ყველა განუკითხაობას მისი ხელიდან გაკეთებულს. ეს ადამიანები ახლა გადაბარგდნენ მორიგ პარტიაში - ”ქართულ ოცნებაში”, მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანების მოთოკვა იყო შეუძლებელი. ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა ამოცანა, რომ მიეღო უპირატესობა არჩევნებზე და ამ უპირატესობის მიღება შეიძლებოდა ორი გზით: ბონუსების მთლიანად წაღებით, ან მაჟორიტარული არჩევნებით, რადგან ნაშთების წაღება არ გამოსდით, დაუბრუნდნენ პირველ ჩვენებას, აპოლიტიკური და სახიფათო კოჰორტის ადამიანების, რომლებსაც ერთადერთი ინტერესი აქვთ დეპუტატის სკამზე ჯდომის, რომ რაღაცნაირად თავისი ადგილი ჰქონდეთ და მზად არიან, ნებისმიერ ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ და მათ ეს არაერთხელ აქვთ დადასტურებული თავიანთი კარიერის მანძილზე”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში