ირაკლი შენგელია - დღეს მეტად გამჭვირვალე, მეტად ღია და ეფექტურია სასამართლო სისტემა

პრობლემები ყოველთვის არსებობდა სასამართლო სისტემაში, დღესაც არის და ხვალაც იარსებებს, მაგრამ აქ მთავარი ამოსავალი წერტილია დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლოს ისტორიაში ის, რომ დღევანდელ დღეზე კარგი სასამართლო არ ყოფილა არც ერთი პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალობისა და ეფექტურობისთვის იმუშავებს.

"დღეს მეტად გამჭვირვალე, მეტად ღია და ეფექტურია სასამართლო სისტემა. ეს ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო წინა საბჭოს მიერ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს პოზიტივები გაგრძელდეს. არ დავზოგავთ დროს და ენერგიას, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი სასამართლო სისტემა როგორც ღია, გამჭვირვალე და ეფექტური", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად არჩეული არიან მოსამართლეები: ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა