დღეს პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დღეს პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის ნინო წერეთლის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, რომელიც 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა ნინო წერეთლის 60-მდე ნამუშევარს აერთიანებს. კერძოდ, ქანდაკებებს, გრაფიკულ ნამუშევრებს და თეატრალური კოსტიუმების ესკიზებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნინო წერეთლის პირადი ნივთები.

„1920-იანების საქართველოში ქალი მოქანდაკის გამოჩენა ერთგვარ რევოლუციას წარმოადგენდა. ნინო წერეთლის მკვეთრი ინდივიდუალიზმი და გაბედულობა ეპოქის სტერეოტიპებს არღვევდა. იგი თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის იაკობ ნიკოლაძის გამორჩეული მოსწავლე იყო. სწორედ ნიკოლაძესთან მიღებული ჩვევებით უნდა აიხსნას ის გარემოებაც, რომ მოქანდაკე არ აჰყვა იმ დროს მოდად ქცეულ ესთეტიკურ-ფორმალისტურ მიმდინარეობას, პირიქით, თავის ნამუშევრებში ნინო წერეთელი ყოველთვის იცავდა ფორმათა მოცულობასა და კონსტრუქციული საწყისების შეფარდებას. ნინო წერეთელი ფსიქოლოგიური პორტრეტის დიდი ოსტატია - მისთვის ადამიანის გარეგნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატურა და სულიერი სამყარო. მისი ნამუშევრები საოცარი ინტიმურობითა და ლირიკულობით გამოირჩევა, იგი არ იშურებს კომპოზიციურ და გამომსახველობით საშუალებებს, რათა ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ინდივიდუალიზმი“, - აცხადებენ მუზეუმში.

მათივე ინფორმაციით, ნინო წერეთელი 1939 წელს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა საკმაოდ დიდი მხატვრული მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

გამოფენა 29 ივლისამდე გაგრძელდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში