შვეიცარული კომპანია “შტიდლერი“ საქართველოში საწარმოს მშენებლობას სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყებს

შვეიცარული კომპანია “შტიდლერი“ საწარმოს მშენებლობას სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყებს, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა პიტერ შპულერიმ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ინტერესი მათი კომპანიის პროდუქციის შესყიდვის და ადგილზე ახალი პროდუქციის შექმნის.

“ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელშიც აღნიშნულია თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ საქართველოს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მქონე სარკინიგზო ტექნიკა მიეწოდოს, ეს ითვალისწინებს მეტროს ვაგონებს, საძილე ვაგონებს და ორსართულიან ვაგონებს. ძალიან სწრაფად გადავალთ იმ ნაბიჯზე, რომ საქართველოში შევქმნათ სააქციო საზოგადოება და საწარმო“, - განაცხადა შპულერიმ.

მისივე თქმით, ძალიან საამაყოა, რომ საქართველოსთან ასეთი კავშირები აქვთ, რადგან ამ ქვეყანამ მოდერნიზაციის პროცესი ბოლო წლებში ძალიან სწრაფად გაიარა.

„შემდეგ ნაბიჯად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ შევქმნით მანქანებს რეგიონისთვის. რაც შეეხება ინვესტიციას, ზუსტი რიცხვის დასახელება არ შეგვიძლია, თუმცა ალბათ, 30-35 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. რაც შეეხება საწარმოს, ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვართ ქარხნის წარმოების შედგენაზე. ალბათ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყება საწარმოს მშენებლობა“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში