სამწუხაროა, რომ საქართველოში მხოლოდ ცუდზე ამახვილებენ ყურადღებას. ის ვერ გაიგეს, რამდენჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულმა, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხურციძემ განმარტა, მისთვის ჩემპიონის ქამარი არ ჩამოურთმევიათ.
”მოპარული კი არ მქონდა?! ყველა ქამარი დროებითია - ექვს თვეში თუ არ დაიცავ, ჩამოგართმევენ.
სამწუხაროა, რომ საქართველოში მხოლოდ ცუდზე ამახვილებენ ყურადღებას. ის ვერ გაიგეს, რამდენჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. იმაზე არავინ ლაპარაკობს, 5 500 მოკრივეს შორის აბსოლუტური ვერსიებით ათეულში რომ ვარ, სამაგიეროდ, ყველა გაიძახის ქამარი ჩამოართვესო. ავთანდილ ხურციძეს რომ თბილისის კრივის დარბაზში ფულს გადაახდევინებენ, მეტი რაღა გინდათ?! უკრაინაში მაცხადებდნენ ქართული კრივის ლეგენდაო.. ტყუილია?! რაც მე შევძელი ქართული პროფესიული კრივის ისტორიაში, არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია - ექვსი ქამარი მაქვს მოგებული სხვადასხვა ვერსიაში! მეექვსე ქამარი ცუდად დავცადე, პატიმრობა სცოდნია.
დედაჩემმაც რომ გაიგო ქამრის ჩამორთმევის ამბავი, მითხრა, დავმალე, შემეშინდა, არ წაეღოთო. დამალე კია არა, ყველას აჩვენე-მეთქი! ჩემით ვინც ამაყობდა, დღემდე ამაყობენ - იციან, როგორი წვალებით მივაღწიე ყველაფერს. სადაც უნდა ვიყო, ჩემი ისტორია უკვე შექმნილი მაქვს და დროა, კინორეჟისორებმა ფილმის გადაღებაზეც იფიქრონ. მე კი არა, კრივის ლეგენდები დაუპატიმრებიათ: მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი, ბერნარდ ჰოპკინსი, მიგელ კოტო და სხვები, მაგრამ მენანება თავი ციხისთვის , რასაც მოვაკლდი ყველაფერი ჩემი სისხლით და ოფლით შევქმენი”,- განაცხადა ხურციძემ.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა იმედი, რომ ჯო სანდერსთან მისი შეხვედრა მაინც გაიმართება, რომელიც მისი პატიმრობის გამო არ შედგა, ავთანდილ ხურციძემ განაცხადა, რომ სანდერსი ორი წელიწადია მსოფლიო ჩემპიონია და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიცვა ქამარი.
”ერთი წელია გამირბის, მემალება, ოქროსავით უფრთხილდებიან ინგლისელები, ჩემსავით ბრალდებებს კი არ უგონებენ. როგორც იქნა დავითანხმე ბრძოლაზე, უნდა გამართულიყო ეს მატჩი, მაგრამ რინგის ნაცვლად საკანში ვარ”,- განაცხადა მოკრივემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"