დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სასტუმროსთვის 5,000,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეიდან 40-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმებდა. შენობაში განთავსებულია 50 სასტუმრო ნომერი, ლობი ლაუნჯი, კაფე ‘Terrace 7 Bar’ სასტუმროს ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და ღია აუზი.
„დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ბათუმში. ძალიან მიხარია, რომ მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. Best Western Plus-ი გემოვნებით შესრულებული ინფრასტრუქტურაა. მინდა მივულცო ყველას. ჩვენ ყოველკვირეულად ვხსნით სხვადასხვა სასტუმროს და ობიექტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
“Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 4200-მდე სასტუმროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"