ეროვნული ბანკი „ლიბერთი ბანკის“ მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლას იწყებს

ეროვნული ბანკი „ლიბერთი ბანკის“ მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით მყიდველის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას იწყებს.

როგორც „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, სებ-მა ბანკის ახალ მყიდველებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, კეროდ, „ეს არის ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება ამ გარიგებას საფუძვლად დაედოს“.

გვენეტაძის განცხადებით, არსებობს სპეციალური და განსაკუთრებული პროცედურები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ბანკის მფლობელების შეცვლა ხდება.

„იმისთვის, რომ საბოლოოდ გარიგება დასრულდეს და მფლობელი შეიცვალოს, ამ პროცედურების გავლაა საჭირო. ჩვენ ახლა ვიწყებთ იმ დოკუმენტაციის შესწავლას, რომელიც დაინტერესებული მყიდველის მხრიდანაა ჩვენთან წარმოდგენილი. გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ გავაანალიზოთ დოკუმენტი და შევაგროვოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია ამ პროცედურის შესაბამისად“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, შეცვლილია თუ არა „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა ჯერ შეცვლილი არ არის.

„ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტს "ლიბერთი ჰოლდინგი" ფლობს. 2016 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ „ჰანიველ პარტნერსი" "ლიბერთი ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში