პაკისტანის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ის თანამდებობისთვის შეუფერებლად სცნო. შარიფი კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

დღეს, პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრებთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლებულია ფინანსთა მინისტრი, მუჰამად ისხაქ დარი.

შარიფთან მიმართებაში გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წლის აპრილს პანამის დოკუმენტები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი დოკუმენტიდან გაირკვა, რომ შარიფის შვილები საიდუმლოდ ფლობდნენ სამ ოფშორულ კომპანიას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს