ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დღეს უნიკალურ გამოფენას - ~ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები~ გამართავს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დღეს უნიკალურ გამოფენას - ~ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები~ გამართავს.;

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ხელნაწერთა ცენტრიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპოქაში გადაწერილი ~ვეფხისტყაოსნის~ რჩეული ნუსხები, ძველნაბეჭდი გამოცემები და ამ პოემის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.;

შოთა რუსთაველის გენიალური ნაწარმოები დღემდე მრავალმა ხელნაწერმა შემოინახა. მათი რიცხვი, ცალკეული ფრაგმენტების ჩათვლით, 200-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ ქართული ნაწარმოებების არც ერთი იმ რაოდენობის ხელნაწერი არ მოიპოვება, რამდენიც ~ვეფხისტყაოსნისა~.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ~ვეფხისტყაოსნის~ ხელნაწერის უძველესი და უნიკალური ფრაგმენტები, ისეთი ცნობილი და გამორჩეული ნუსხები, როგორიცაა ~წერეთლისეული~, ~თავაქარაშვილისეული~, ~ბეგთაბეგისეული~, ~ზაზასეული~, ~გურგენასეული~ ხელნაწერები. წარმოდგენილი იქნება ასევე ~ვეფხისტყაოსნის~ გაგრძელებები, მაჯამები, ზღაპრები ტარიელსა და ავთანდილზე, ძველნაბეჭდი გამოცემები, მათ შორის, ვახტანგ VI-ის, გიორგი ჩარკვიანის, გურამ ქართველიშვილისა და სხვათა გამოცემები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მიხაი ზიჩის, ლადო გუდიაშვილის, თამარ აბაკელიას მიერ ~ვეფხისტყაოსნის~ თემაზე შექმნილი ილუსტრაციები, ~ვეფხისტყაოსნის~ უცხოენოვანი თარგმანები და სხვა არაერთი საინტერესო მასალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას