კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია „ბილაინი“ მომხმარებელს ახალ სატარიფო ხაზს - „ყველა ფერი “ სთავაზობს, რაც აბონენტს მობილური ინტერნეტის ყველაზე დაბალ ფასად სარგებლობის საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სატარიფო ხაზი „ყველა ფერი“ - ყვითელი, მწვანე, ლურჯი და წითელი ტარიფებისგან შედგება.
„მომავლის სამყარო ციფრული სამყაროა და ჩვენთვის მთავარია, ჩვენს აბონენტებს მივცეთ შესაძლებლობა ამ სამყაროს ნაწილი გახდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მაღალი სიჩქარის მობილურ კომუნიკაციებზე და რომ ახალი ციფრული სერვისები ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს წარვუდგინეთ მრავალფეროვანი სატარიფო ხაზი, სადაც აბონენტი თავისი მოთხოვნების და შესაძლობლებიის გათვალისწინებით თვითონ შეარჩევს სასურველ ტარიფს“, - განაცხადა „ბილაინის“ კომერციულმა დირექტორმა ლაშა ტაბიძემ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბალანსის შემოწმების კომბინაცია: *118# ტარიფი ავტოპროლონგირებადია, ავტოპროლონგაციის ვადა - 20 დღე.
ტარიფის ჩართვა შესაძლებელია „ბილაინის“ მობილური აპლიკაციის - My beeline Georgia-ს, ვებგვერდის - Beeline.ge-ისა და ტერმინალების საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - www.Beeline.ge
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"