თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც ქართველმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, საჭიროა რუსული ენის კარგად ცოდნა.
„რაც უფრო მეტი ენა გეცოდინება, მით უკეთესია. მე რუსეთში დავიბადე, ექვსი წლის ასაკში საქართველოში ჩამოვედი და დავიწყებული მაქვს რუსული, მაგრამ სკოლაში რუსული ენის გაკვეთილებზე დავიწყე ენის გახსენება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს.
ღონისძიებაში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, 20 პედაგოგი და 170 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
სააგენტო „სპუტნიკმა“ ქართველი მოსწავლეების ყირიმში სტუმრობის შესახებ ინფორმაციაში შესწორება შეიტანა
თბილისის 166-ე საჯარო სკოლა - „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"