ფოთის #1 საჯარო სკოლა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიას პარლამენტის წევრი თემურ წურწუმია, ფოთის მერი ვანო საღინაძე და საქართველოს ქალაქების საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სკოლას მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მთლიანად განახლდა ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა.
სკოლა ორი წლის წინ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ინიციატივით, ჰოლანდიის ქალაქ გრონინგემის გომარუს კოლეჯს დაუმეგობრდა.
სკოლაში 780 მოსწავლე სწავლობს.;;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"