ვლადიმირ ვაისი - შევეცდებით ეს შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ

შევეცდებით ეს შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენაზე" ირლანდიასთან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაისის თქმით, გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება.

"რთული მდგომარეობა გვაქვს იმ საკითხში, რომ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება. არის მომენტები, როცა არ გვიმართლებს ან არ გამოგვდის, თუმცა შევეცდებით თავდასხმაში აქტიურები ვიყოთ.

მეტოქე ძლიერია და კარგი მწვრთნელიც ჰყავს. ირლანდია ფიზიკურად კარგი გუნდია.

ამ შესარჩევში ირლანდიასთან, სერბეთთან, უელსთან კარგად ვითამაშეთ და უკეთესს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ვეცდებით ირლანდიასთან პირველი გოლი გავიტანოთ და გავიმარჯვოთ.

შევეცდებით ეს შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ.

ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას, თუმცა ხარისხიან ფეხბურთს ყოველთვის ვერ ვთამაშობთ, რაც ხელს გვიშლის სასურველი შედეგის მიღწევაში.

ირლანდიასთან ითამაშებენ ისინი, ვისაც გარკვეული პრაქტიკა და გამოცდილება აქვს. არ გვეყოლება ჯაბა კანკავა, რომელსაც ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს.

მეტოქესთან ცუდი სტატისკიკა გვაქვს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და ფეხბურთელებიც მოუთმენლად ელოდებიან მატჩს", - განაცხადა ვაისმა.

2 სექტემბერს საქართველო-ირლანდიის მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აჩვენებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება