კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი შეაჩერა

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი შეაჩერა. ამის შესახებ პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის პეჩერსკის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელიც 17 სექტემბრამდე დავით სააკაშვილის იძულებითი დაბრუნებას ითვალისწინებდა.

ამასთან, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ დავით სააკაშვილის სარჩელზე საქმის წარმოება დაიწყო. საქმის განხილვა 19 სექტემბერს გაიმართება.

„მოვითხოვთ, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მთავარი სამმართველოს პეჩერსკის რაიონულმა განყოფილებამ წარმოადგინოს მასალები, რომელთა საფუძველზეც მათ 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის დავით სააკაშვილის სამშობლოში ან მესამე ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს“, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს