ხალხი არც ისეთი სულელია, როგორიც თქვენ გგონიათ, თქვენი ტყუილი თეთრი ძაფებითაა ნაკერი და ამას ყველა ხვდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ისტერიულად მალავს მის საქმეზე ყველა დოკუმენტს და მათ სახელმწიფო საიდუმლოებას უწოდებს.
„დღემდე არსად მინახავს არც ბრძანება ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, არც კომისიის ამ საკითხზე გამართული სხდომის ოქმი.
მიუხედავად ამისა, უკრაინელი სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში პროკურატურამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს და მათ ეს გააკეთეს. მაგრამ ირკვევა, რომ მათი მტკიცებულებები ჩემს უდანაშაულობას და სიმართლეს ამტკიცებს.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დოკუმენტში, რომელიც ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა, შავით თეთრზე წერია, რომ ”აფეთქების საფრთხის შემთხვევაში, სასწრაფოდ ხალხის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს!”.
ხალხის ევაკუაცია სასაზღვრო სამსახურის მოვალეობა იყო.
ფაქტობრივად, ადმინისტრაციის მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ძალებითა და სახსრებით მორიგი, ”შეგინის ქვაბი” შეიქმნა. იქ რომ ნამდვილად ასაფეთქებელი ყოფილიყო, ეს ტრაგედია მორიგი ილოვაისკი და დებალცევო გახდებოდა. ყველა სამხედრომ, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის, წესდების, სინდისისა და ჯანსაღი აზრის საპირისპიროდ ამგვარ ბრძანებებს ასრულებს, პასუხი მოქმედი უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით უნდა აგოს.
უკრაინაში მხოლოდ ერთი კანონია, მისი საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწერა თქვენ არ გამოგივათ! თქვენთვის უხერხულ მოქმედებებში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არის და არ იქნება! ხალხი არც ისეთი სულელია, როგორიც თქვენ გგონიათ! თქვენი ტყუილი თეთრი ძაფებითაა ნაკერი და ამას ყველა ხვდება!” - წერს მიხეილ სააკაშვილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"