ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბი გამოსცადოს. ”დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იონ ხომ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა ზომები შეიძლება მიიღოს ფხენიანის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებზე საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ”ეს შესაძლოა წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბის ყველაზე მძლავრი აფეთქება იყოს”.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფხენიანის მომდევნო გეგმები მისთვის უცნობია, ვინაიდან მსგავს გადაწყვეტილებებს კიმ ჩენ ინი ერთპიროვნულად იღებს. იუწყება სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"