„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, თელეთის სასაკლაოს მიერ, მყარი ნარჩენების არასანქცირებულმა ჩაშვებამ საკანალიზაციო ქსელი დააზიანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ საწარმო, მყარი ნარჩენების არასანქცირებული ჩაშვების გამო რამდენჯერმე გააფრთხილა.
„ასევე, აღნიშნული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც თელეთის სასაკლაო ნორმების დარღვევისთვის არაერთხელ დააჯარიმა. აღნიშნული სანქციების გატარების მიუხედავად, საკანალიზაციო ქსელში ნარჩენების არასანქცირებული ჩაშვება კვლავ გრძელდება. დღევანდელმა შემთხვევამ დაზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკანალიზაციო ქსელი და მატერიალური ზიანი მიაყენა კომპანიას, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"