წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის კურთხევის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ჯვართამაღლებას, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მრევლს დალოცავს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანზმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა.
პეკინის ქუჩაზე მდებარე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი 15 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჯვართამაღლებას, პატრიარქი ტაძარში 19:00 საათზე მიბრძანდება.
„ტაძრის ეზოში მოეწყობა ფოტოგამოფენა. იგი ასახავს იმ პერიოდს, რომელიც ამ 15 წლის განმავლობაში გავიარეთ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი უწმიდესობის გამონათქვამები. გამოფენა პატრიარქის 80 წლის იუბილეს ეძღვნება“, - განაცხადა მამა გიორგიმ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"