საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გაიხსნა

UNESCO-ს მიერ მიმდინარე წლის ნიკოლოზ ბარათშვილის წლად გამოცხადებას საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თსუ-დან აცნობეს, საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება.

მათი ცნობით, სიმპოზიუმის გახსნას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქართული აკადემიური წრეების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირმა რატიანის ინფორმაციით, დიდი დაინტერესების გამო, ახლო მომავალში შესაძლოა, ლიტერატურათმცოდნეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში გაიმართოს.

„ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ქართული კულტურის და ისტორიისთვის. რასაკვირველია, ლიტერატურის ინსტიტუტი ამას განსაკუთრებით აღნიშნავს. სიმპოზიუმი ძალიან წარმომადგენლობითია. მასზე საუბარი იქნება არა მარტო რომანტიზმის ზოგად პრინციპებზე, არამედ ქართულ რომანტიზმზე და ნიკოლოზ ბარათაშვილის როლზე მსოფლიო რომანტიზმის განვითარებაში“, - განაცხადა ირმა რატიანმა.

ღონისძიებაში 130-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს მსოფლიოს 19 ქვეყნიდან მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

„მნიშვნელოვანი მოვლენაა იუნესკოს ეგიდით ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილის აღნიშვნა, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი პოეტის, რომანტიზმის წარმომადგენლის უფრო პოპულარიზაცია მოხდება. რამდენიმე მისი ნაწარმოები თარგმნილია თურქულად, ოღონდ ფრანგულიდან და არა ქართულიდან. იმედია, ჩვენი თურქოლოგები ამას გამოასწორებენ. ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების პოეტებისა და მწერლების შემოქმედების გაცნობა უფრო კარგ სამსახურს გაუწევს მშვიდობის დამყარებას რეგიონში“, - აღნიშნა UNESCO-ში თურქეთის წარმომადგენელმა მეთინ ეკიჩმა.

ღონისძიების თანამონაწილეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ სამ დღეს გასტანს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე