„შენების მოძრობა“ - „პანორამა თბილისი“ ლანდშაფტური ზონის მითვისებას გეგმავს

„პანორამა თბილისი“ ლანდშაფტური ზონის მითვისებას გეგმავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების მოძრობიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „შენების მოძრაობისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს საკრებულო გეგმავს სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას და „პანორამა თბილისისთვის“ გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადაცემას.

შპს „თაბორი რიზორთსი“, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს, 4677 კვ.მ. ტერიტორიაზე ითხოვს ფუნქციური ზონის ცვლილებას. კომპანია ითხოვს ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას შეეცვალოს სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭოს. დედაქალაქს ისედაც მცირე რაოდენობის ლანდშაფტური ზონები გააჩნია, რომელსაც შენარჩუნება და მოვლა სჭირდება. ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა გულისხმობს ტერიტორიის ხელშეუხებლად დატოვებას, რომლის გასხვისება დაუშვებელია. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაში კომპანიის შემდეგი ნაბიჯი იქნება აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვა და იქ მშენებლობის განხორციელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „შენების მოძრაობაში“ განმარტავენ, „პანორამა თბილისს“ დღეისათვის აქვს 397 576 კვ.მ. ტერიტორია საკუთრებაში, რომელიც განაშენებიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მიხედვით ითვალისწინებდა გოლფის მოედნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, თუმცა როგორც დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნული 397 576 კვ.მ. ამისთვის საკმარისი არ არის და დამატებით შპს „თაბორი რიზორთსი“ კიდევ 4677კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს.

„კომპანიის არგუმენტები, რომ აღნიშნული ტერიტორია ინარჩუნებს სარეკრეაციო ზონას, არ არის საკმარისი, რადგან ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონის ცვლილება იძლევა ტერიტორიის გაყიდვის საშუალებას. აღნიშნული პრეცედენტის დაშვება იქნება პირდაპირი გამოხატულება იმისა, რომ თბილისს ახლო მომავალში ლანდშაფტური ზონები არ ექნება, რაც დუშვებელია. გარდა ამისა, ამავე კომპანიას მოთხოვნილი აქვს პუშკინის სკვერის და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ ფართობის 1 ლარად გადაცემა. მიზანი მიწისქვეშა პარკირების მოწყობაა. დამატებითი საპარკინგე ადგილები თბილისისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში თბილისის საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილებები განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღოს მისი გადაწყვეტილებები დაეფუძნოს ობიექტურ და კვალიფიურ კვლევებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„შენების მოძრაობა“ მოუწოდებს გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიებს, ასევე თბილისის საკრებულოს თითოეულ დეპუტატს, აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში