ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს განახლებული შენობა დახვდებათ

ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სულ მალე განახლებული შენობა დახვდებათ. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებაში ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად კი ეზოსა და ოთახების დასუფთავება და წვრილმანი სამუშაოები მიმდინარეობს.

”შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობის გარე-ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკით, ასევე სპეციალური გაზ-ქურებით, ოთახები განახლდა ასევე ავეჯით და ყველა საჭირო ინვენტარით”, - აღნიშნავს გამგებელი.

ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, №1 საბავშვო ბაღში სააღმზდელო პროცესი ოქტობრის შუა რიცხვებში დაიწყება. განახლებული საბავშვო ბაღი 230-მდე პატარას უმასპინძლებს.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ოთახების ავეჯითა და ინვენტარით მომარაგებისათვის ჯამურად 165 300 ლარი დაიხარჯა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება