ტყიბულის რაიონში ქვის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტყიბულის რაიონში, სოფელ გელათში, ქვის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავება და მოჩუქურთმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შპს „გაზკო“ წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. მათივე ცნობით, საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საწარმოს ასაშენებლად შპს „გაზკოს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება