ფერმერები რუსთავსა და მარნეულში გადამზადების კურსს გადიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის“ ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ბოლო, რიგით მე-12 ტრენინგი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერმა ორკვირიანი ტრენინგი რუსთავსა და მარნეულში გაიარა. ფერმერები ბოსტნეულის მოყვანისა და მზის სათბურების მშენებლობის ჩინურ ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელიც ენერგოეფექტური და ეკონომიურია.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქართველოში 500, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 80 ფერმერმი გადამზადდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

„პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დამთავრდება. პროექტის მეორე ფაზა მარნეულსა და წყალტუბოს რეგიონებში მზის სათბურების და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება