მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

რაც შეეხება დანარჩენ 24 პირს, რომელთა ნეშტი მამია ალასანიასთან ერთად სამების ტაძარშია დასვენებული, მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.

მთავრობის მეთაურის მიერ პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან: არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, კი გმირებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება