მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი თამაზ ოჩიგავა დღეს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ილია თეზბითელის სახელობის ეკლესიაში მეორე მსოფლიო ომის გმირისა და ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოს მელიტონ ქანთარიას შვილიშვილის - თამაზ ოჩიგავას სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

ცნობისთვის, 21 წლის თამაზ ოჩიგავა აფხაზეთის ომს და საქართველოს ერთიანობას შეეწირა. ქართველი მეომრის ნეშტი 24-წლიანი მოლოდინისა და მცდელობის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოასვენეს და 29 ოქტომბერს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

თამაზ ოჩიგავას ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და უწყების თანამშრომლებმა მიაგეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა