პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” მიმდინარეობს.

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმიმართა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესიული განთლების ხარისხის გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებში დღეიდან 45 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა იწყება, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის დეფიციტის შევსების სახელმწიფო სტრატეგიას. მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, შეიძინოს თანამედროვე, მომავლის უნარები და პროფესიები. თბილისში მალე იწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდება საგანმანთლებლო, შემეცნებითი, ახალგაზრდული ცენტრები და თავისუფალი სივრცეები. შესაბამისად ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვისაც გსურთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, პროფესიული განათლების ახალი პროგრამები მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კალაძემ.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.

„კვლევა მომავლის პროფესიებს ეხება და მისი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალს ახლა გეგმავენ. კვლევამ გამოავლინა მომავლის ტენდენციები, რაც დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს და მიაღწიონ წარმატებას”, - განაცხადა გრეგორიმ.

კონფერენციაზე მოწვეული 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილავს ისეთი პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

„დღეს ვმართავთ პროფესიულ განათლებაში ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას. 200-ზე მეტი სტუმარი გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვსაურობთ 2030 წლის შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნად პროფესიებზე“, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ღონისძიების გენერალური სპონსორია ინა გუდავაძე–პატარკაციშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში