პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფონდის ინფორმაციით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 - პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლება ქვეყანაში მეტად პოპულარული და ყველასთვის სასურველი გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმაც და სტუდენტმაც სწორად იცოდნენ რას გულისხმობს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული განათლება“, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

დაჯილდოებას დაესწრნენ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

„დაჯილდოების ღონიძიება არის ერთ-ერთი ნაბიჯი პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. უკვე გვაქვს კარგი შედეგები, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს პროფესიულ სასწავლებელს. მნიშვნელოვანია, რომ მივიქციოთ სტუდეტების, მოსწავლებიის, მშობლების და დამსაქმებლების ყურადღება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ:

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

1. მთავარი პრიზის მფლობელი - ნიკოლოზ წიკლაური - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“

2. არჩილ გობეჯიშვილი - პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“

წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

1. მთავარი პრიზის მფლობელი - მანუელ ფაუნდეს-ბარანდა - ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“

2. ინეზი პარუნაშვილი - სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“

წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება

1. მთავარი პრიზის მფლობელი - ააიპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“

2. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“

წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

1. მთავარი პრიზის მფლობელი - Adjara Group Hospitality საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიასთან თანამშრომლობისთვის

2. BP საქართველო - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის

ღონისძიების გენერალური სპონსორია ინა გუდავაძე–პატარკაციშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში