საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საერთაშორისო კოალიცია უახლოეს დროში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ დაამარცხებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში საფრანგეთის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ გამარჯვებას რაქაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს თვეებში სრულ სამხედრო გამარჯვებას მივაღწევთ ერაყსა და სირიაში“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამით ბრძოლა არ დასრულდება.
„სიტუაციის გრძელვადიანი სტაბილიზირება და ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა შემდგომში აუცილებელი დანამატი იქნება ინკლუზიური და მრავალასპექტიანი პოლიტიკური დარეგულირებისთვის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭეთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"