მართლმადიდებელი სამყარო დღეიდან "ბრწყინვალე შვიდეულს" აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეიდან "ბრწყინვალე შვიდეულს" აღნიშნავს. მართლმადიდებლები, მთელი კვირის განმავლობაში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, ~ბრწყინვალე შვიდეულის~ კვირაში მართლმადიდებელ ეკლესიებში აღსავლის კარი მთელი შვიდი დღის განმავლობაში ღიაა. იგი მღვდელმსახურთა ზიარების დროსაც არ იხურება. ამასთან, აღდგომის დღესასწაულიდან დაწყებული, სულთმოფენობამდე მუხლის მოდრეკა და მეტანია არ აღესრულება.

;~ბრწყინვალე შვიდეულში~ ყოველდღიურად ერთი და იგივე მსახურება სრულდება და მღვდელმსახურები ~მეუფეო ზეცათაოს~ ნაცვლად სამჯერ კითხულობენ ~ქრისტე აღდგა~.

;ერთი კვირის განმავლობაში ოთხშაბათი და პარასკევი მსგეფსია, არ ხდება მარხვის დაცვა, დილის და საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება ~პასექის ჟამნი~, არ სრულდება მეტანია.

;ბრწყინვალე შვიდეულის დასრულების შემდეგ ეკლესია აგრძელებს აღდგომის დღესასწაულს, მხოლოდ ნაკლები საზეიმო განწყობით. იგი კიდევ 32 დღე იზეიმება – მაცხოვრის ამაღლებამდე.

;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა