ალექსანდრე გრიგალავა - ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს

მარტვილის ახალარჩეულმა მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მმართველ პარტიას და ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. გრიგალავას თქმით, იგი საქმიანობას ხვალიდან შეუდგება.

„ეს შედეგი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ხვალიდან შევუდგებით უკვე საქმეების კეთებას. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა, მარტვილის მერი გავმხდარიყავი. განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, რომელიც მენდო და მხარდაჭერა გამომიცხადა. ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს და განვახორციელებთ ყველა პროექტს, რაც მარტვილს ბევრად უკეთესს გახდის“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს