გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მოსახლეობას - ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველა თქვენგანის მერი

არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ. მისი განცხადებით, მან ხმათა იგივე ოდენობა მიიღო რაც პირველ ტურში, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ერთგული ელექტორატი ყავს.

ჭიღვარიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ გავიმარჯვეთ! ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაქალაქელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველა თქვენგანის მერი. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიკავოს ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და იყოს ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის. გპირდებით, რომ მომდევნო 4 წელი იქნება წარმატებული", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 87, 55% მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 12,45%.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს