ცესკო მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ასაჯაროებს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

კერძოდ, ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87,55%-ით გაიმარჯვა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იყო დატანილი, ხმათა 12,45% მიიღო.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა 31,35% მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხაშურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულია “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმათა 55.22%-ით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმათა 44,78% მიიღო.

მარტვილში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04%-ით გაიმარჯვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა.

რაც შეეხება ოზურგეთს, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი ხმათა 49,89% დააგროვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს