ცესკო - არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა

არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი საჩივარი ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა.

“მოგეხსენებათ, რომ საჩივრების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს. ამ დროისათვის ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა. საჩივრების უმრავლესობაში მოთხოვნაა, კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის ერთეული შემთხვევებიც, სადაც არის განსხვავებული მოთხოვნები და კომისია, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე იმსჯელებს. 35 საჩივრიდან, ყველაზე მეტი, 14 საჩივარი შესულია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ბორჯომში 12 საჩივარი დაიწერა, ქუთაისში - 4, ყაზბეგში - 2, ხაშურსა და მარტვილში კი თითო-თითო საჩივარი”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს