მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში იყო, ყველაზე მაღალი ოზურგეთში

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 33.32% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში 18.10% დაფიქსირდა.

მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 109 381 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა აქტივობა ყაზბეგში იყო 53.02%, ხაშურში - 34.75%, ბორჯომში - 52.90%, ოზურგეთში - 56.65%, მარტვილში - 38.68%, ქუთაისში კი 18.10%.

გენდერული კუთხით, მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქალი ამომრჩევლების 50.28%-მა, ხოლო 49.72% კაცი ამომრჩეველი დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს