დავით რაქვიაშვილი - სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებაზე არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს

სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებაზე არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად, უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში. რაქვიაშვილის თქმით, დღეს ამ სტრუქტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომლიც პრეზიდენტმა შესთავაზა საქართველოს პარლამენტს და რომელიც უსაფრთხოების თემს აქვს ჩამოყალიბებული, აუცილებელია დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები.

რაც შეეხება სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას, ვფიქრობთ, რომ აქ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული “, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს