ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში მისი სახელობის კინოსკოლის ან კინოაკადემიის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში მისი სახელობის კინოსკოლის ან კინოაკადემიის უნივერსიტეტის დაფუძნების ინიციატივით ჩამოვიდა, რომელიც რეგიონული მასშტაბის იქნება.

ამ თემაზე დევიდ ლინჩს და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდნენ.

”ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციტივაა მისი გამოცდილების, ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ასეთი სკოლის ან უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იქნება. მე სახელმწიფო თეატრის და კინოს უნივერსიტეტის შესახებ მოვყევი, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემაში შედის. მას შევთავაზე ასევე განიხილოს შესაძლო თანამშრომლობის მოდელი უნივერსისტეტთან ან სულაც უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყოს გარკვეული პილოტური პროგრამები, რომელიც შემდგომში შეიძლება დამოუკიდებელი სკოლის ან უნივერსიტეტის ფორმატში ჩამოყალიბდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული პროგრამის ან სკოლის ჩამოყალიბებას უკავშირდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დევიდ ლინჩთან და მასთან მყოფ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე