სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

2017 წელს „მრჩეველის“ ფილიალები გაფართოვდა:

• გლდანში: ახმეტელის თეატრის მოპირდაპირე მხარეს, ვასაძის ქ.#7;

• ვაკეში: ჭავჭავაძის გამზ.#49ა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოპირდაპირე მხარეს;

• ბათუმში: ბაგრატიონის ქ. #190/192-ში;

• ქუთაისში: ლაღიძის ქ.#3-ში

სამედიცინო ლაბორატორია ,,მრჩეველი’’ და ,,ლიმბახის“ ლაბორატორიის ამიერკავკასიის წარმომადგენლობა დაარსდა 2001 წელს თბილისში.

ეს იყო პირველი ლაბორატორია საქართველოში, რომელმაც შესთავაზა პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად იმ მაღალტექნლოგიური კვლევების ჩატარება, რომლებიც არ იყო დანერგილი საქართველოში ან კეთდებოდა დაბალი ხარისხით.

„მრჩეველის“ საკურიერო სამსახური პაციენტებს სთავაზობს ბინაზე უფასო მომსახურების სერვისს. ნებისმიერ მსურველს, წინასწარი ჩაწერით, აქვს მისთვის სასურველ მისამართზე ლაბორატორიული ჯგუფის გამოძახების საშუალება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

InterPressNews.Geლაბორატორია ასრულებს 3000-ზე მეტი დასახელების კვლევას როგორც თბილისის ცენტრალურ ოფისში (ალ. ყაზბეგის 9) მოქმედ ადგილობრივ ლაბორატორიაში, ასევე გერმანიაში, ლიმბახის ცენტრალურ და მის ჯგუფში შემავალ ევროპის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში.

- გენეტიკური კვლევა;

- უშვილობისა და ორსულთა პათოლოგიების კვლევა;

- ახალშობილთა სკრინინგი;

- ორსულთა სკრინინგი NIPT და ბიოქიმიური ტესტებით;

- ინფექციური დაავადებების და, მათ შორის, იშვიათი დაავადებების კვლევა;

- აუტოიმუნური და სისტემური დაავადებების კვლევა;

- შედედების სისტემის პათოლოგიების კვლევა;

- ენდოკრინული პათოლოგიების კვლევა;

- კარიოტიპის განსაზღრა;

- სიმსივნის მარკერები;

- ალერგიული დაავადებების კვლევა;

- ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების კვლევა;

- გენეტიკური იდენტიფიკაციის ტესტი (მამობის ტესტი);

- ვეტერინარიული კვლევა;

- კვების პროდუქტების ლაბორატორიული კვლევა;

InterPressNews.Geთბილისის ცენტრალურ ოფისში მდებარე ადგილობრივი ლაბორატორია პაციენტებს სთავაზობს 100-მდე რუტინულ ლაბორატორიულ კვლევას გერმანული ხარისხის გარე და შიდა კონტროლით და ISO 15189 აკრედიტაციით.

„მრჩეველის“ ძირითადი პრიორიტეტებია პაციენტების მომსახურება დოკუმენტურად დადასტურებული სტანდარტებით და ლაბორატორიული ანალიზების მაღალი ხარისხი, რაც აისახება საერთაშორისო აკრედიტაციის პროტოკოლებში და ხარისხის გარე და შიდა კონტროლის სერთიფიკატებში.

სამედიცინო სამსახური ,,მრჩეველი“ აერთიანებს:

▶სამედიცინო ლაბორატორიას

▶ ჰეპატოლოგიურ და გასტროენტეროლოგიურ სამსახურს (ხელმძღვანელი ექ. დავით მეტრეველი)

▶ პედიატრიულ და ფსიქოლოგიური სამსახურს (ხელმძღვანელი ექ. ირაკლი რცხილაძე)

▶ ენდოკრინოლოგიას (ექ. ნინო გაბიძაშვილი)

▶ დიაგნოსტიკურ სამსახურს: ულტრასონოგრაფია და ფიბროსკანი;

▶ მორფოლოგიურ სამსახურს.

(R)

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი