დათა ახალაია გირგვლიანის საქმეზე დაკითხვისას - მე შემიძლია მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოს სიმართლის დადგენაში დაეხმარება

მე შემიძლია მოგაწოდოთ ის ინფორმაცია რაც დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოში "სკაიპით" დაკითხვისას განაცხადა.

კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. ახალაიამ კატეგორიულად უარყო საქმეში არსებული ის გარემოება, რომლის თანახმადაც ის მიხეილ სააკაშვილს  შეხვდა და გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების დაპირება მიიღო. ამასთან, ახალაიას თქმით, სააკაშვილს არც ოლეგ მელნიკოვთან ერთად არ შეხვედრია.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მქონდა მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა, ისეთი როგორიც ჩემი რანგის თანამდებობის პირს უნდა ჰქონოდა. არასდროს სანდრო გირგვლიანის თემაზე მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არ მქონია არც 2006, 2007, 2008 ან 2009 წელს. ოლეგ მელნიკოვთან ერთად მე სააკაშვილთან არ მივსულვარ, მითუმეტეს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი", - განაცხადა ახალაიამ.

ამასთან, დათა ახალაიამ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზედენტთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. "ოლეგ მელნიკოვი იყო ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი. მე პრეზიდენტთან შეხვედრებზე და იქ განხილულ საკითხებზე მოვახსენებდი ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრს. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და ურთიერთობა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და სახელმწიფო უშიშროებაზე", - განაცხადა ახალაიამ.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, რაზეც ოქრუაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, ახალაიას თქმით, ეს არის სიცრუე. "ოქრუაშვილს 2006 წლის განმავლობაში საერთოდ არ შევხვედრივარ, მითუმეტეს კანცელარაიაში", - განაცხადა ახალაიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს