28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმს ოფიციალური სტუმრის სტატუსით ესწრება რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია Global benefits Georgia-ს დამფუძნებელი საერთაშორისო ამერიკული კომპანიის Global Benefits Group-ის (GBG) პრეზიდენტი ჯონ ო’ კონორი, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის და სადაზღვევო ბაზრის განვითარების საკითხებზე აკეთებს აქცენტებს:
„საქართველოს სადაზღვევო ბაზარი მზარდია და ეტაპობრივად ვითრდება. ჩვენი ინვესტიციის მიზანიც ეს იყო - რეგიონში სადაზღვევო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მომსახურების უახლესი პრონციპების და მომხარებელზე ორიენტირებული ბიზნეს მიდგომების შექმნა.
ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე, საქართველოში ინვესტირება ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა და სწორედ ამიტომ იქნა არჩეული საკვანძო პლატფორმად, რომელიც სადაზღვევო ბაზრის განვითარებას უზრუნველყოფს რეგიონის ჭრილში.
Global Benefits Georgia დაფუძნებულია და საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებს იმ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რამაც წლების განმავლობაში Global Benefits Group-ის წარმატება და მსოფლიო მასშტაბით აღიარება განაპირობა.
ჩვენი ხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია და სადაზღვევო ბაზრის განვითარებაზე აღებული ერთგვარი ვალდებულება გამართლებულია, რაც Global Benefits Georgia -ს გუნდის ეფექტური მუშაობის შედეგია.
Global Benefits Georgia-ს მთავარი უპირატესობა სადაზღვევო ბაზარზე, არის ის, რომ გლობალური სადაზღვევო ჯგუფის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მისი მომხარებელი, ავტომატურად არის Global Benefits Group-ის მომხმარებელი და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საერთაშორისო სადაზღვევო პროდუქტებით.
ეს უპირატესობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებისთვის Global Benefits Georgia ფორმირდება, როგორც ერთერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს - აცხადებს Global Benefits Group-ის პრეზიდენტი ჯონ’ ო კონორი.
(R)