მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად იწყებს. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კრისტალი აწესებს სტიპენდიას სამართლის სკოლის 2 სტუდენტისთვის (თვეში 150 ლარი), რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებასა და გასაუბრებას.
კრისტალის ამ ინიციატივის მიზანი წარმატებული სტუდენტების წახალისება, მათთვის მოტივაციის ამაღლება და ფინანსური ხელშეწყობაა.
ამ პროექტით კრისტალი შანსს აძლევს ყველა ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის II, III და IV კურსის სტუდენტს. ტესტი შედგენილია სავალდებულო საგნების მასალის მიხედვით,კერძოდ:
•საქართველოს კონსტიტუციური სამართალი
•შესავალი ვალდებულებით სამართალში
•სანივთო სამართალი
•სახელშეკრულებო სამართალი
•საკორპორაციო სამართალი
•შრომის სამართალი
საინფორმაციო შეხვედრა 30 ნოემბერს, 15:00 საათზე ილიაუნის B102 აუდიტორიაში გაიმართება, სადაც სტიპენდიასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას კრისტალის წარმომადგენლები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.
კრისტალის სტიპენდიის მისაღებად ტესტირება ილიაუნის სტუდენტებს 15:00 საათზე (B102),7 დეკემბერს ჩაუტარდება.
ტესტირებისთვის სტუდენტებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე ️https://goo.gl/forms/k0zJd8rLZSq4cmkB3
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"