დავით უსუფაშვილი - ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს

ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და ზოგადად უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სუს-ში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გაუქმებაა.

„კანონპროექტებიდან ჩანს, რომ სუს-ში არსებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მზვერავებს ავლენს, უქმდება, სახელი ყოველ შემთხვევაში. რატომ? ვიმარჩიელოთ ახლა, რაღაც ერთი სტრუქტურის გაკეთებას ხომ არ აპირებენ, სადაც მზვერავებიც, კონტრმზვერავებიც, უცხოეთში მომუშავე ხალხიც და აქაური პერსონალიც უნდა გააერთიანონ?! ამისკენ მიბიძგებს მე კანონის ჩანაწერი, რადგან კანონში წერია: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები, კონტრდაზვერვის და დაზვერვის სფეროებში არის“ და გაკეთებულია ჩამონათვალი. ესეც საკმაოდ დიდი და სერიოზული პრობლემაა. ჩვენი სამართალდამცავი სისტემის. ზოგადად უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება. უსაფრთხოების სისტემების სწორად აწყობა მხოლოდ ერთი ხელისუფლების საქმე არაა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით