ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას სასაცილო უცოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტების კითხვაზე, სურთ თუ არა თეთრ სახლში მისი გადადგომა, ტილერსონმა უპასუხა: „ეს სასაცილოა“.
თეთრ სახლში სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის გადადგომას ამზადებენ, რომელსაც ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს დირექტორი მაიკ პომპეო შეცვლის. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით The New York Times-მა გუშინ დაწერა.
გამოცემის ინფორმაციით, დაზვერვის სამმართველოს რესპუბლიკელი სენატორი არკანზასიდან ტომ კოტონი ჩაიბარებს, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მთავარი თანამოაზრეა. წყაროების ინფორმაციით, კოტონი ახალ თანამდებობას უკვე დათანხმდა.