დემოგრაფი ანზორ თოთაძე - გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30–35%-ით მატებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე იუსაბრა.

თოთაძემ საუბრისას გაერო-ს მონაცემები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება, 34%–ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის – 7%–ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30–35%–ით გაიზრდება.

„ერთადერთი საქართველოა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა არ გაიზრდება. ეს ტენდენცია საქართველოს შემთხვევაში უკვე შეინიშნება. ჩვენ ახლა რაც არ უნდა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ვაწარმოოთ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება“, – განაცხადა თოთაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ 90–იანი წლებამდე თუ 455 ათასი გოგო იბადებოდა, 2000–იანი წლების დასაწყისში 236 ათასი გოგო დაიბადა.

მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გარდაცვალების მაჩვენებლმა შობადობას გააჭარბა. გაიზარდა განქორწინებათა რიცხვიც.

„ორი წლის წინ 3 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. ახლა

ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თბილისში კი ყოველი ერთნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. ამ მხრივ, უკეთსი მდგომარეობა სამცხე–ჯავახეთშია, სადაც 5 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. განქორწინებით შედეგად კი შობადობა 8%–ით მცირდება“, – განაცხადა თოთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება